„ეს, ასე ვთქვათ, გაძლიერებული კომისია გამოასახლეს. რატომ? ნუ შემეკითხებით, არ მესმის,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის წევრების იუსტიციის სახლში არშეშვებასთან დაკავშირებით გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მოქალაქეობის საკითხთა კომისიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კომისიის გაძლიერების შესახებ სექტემბერში დაანონსეს.
მისი თქმით, თეა წულუკიანის დღევანდელი გადაწყვეტილებით, კომისია ისევ შეუშვეს სამინისტროში.
„არც რატომ გამოასახლა ის არ მესმის, არც უკან რატომ დააბრუნა, ის არ მესმის. მე ერთადერთი ვიცი, რომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ძალიან გასაგებად აუხსნა ყველას, რომ უბრალოდ, უხერხულია და გაუგებარია, რომ კომისია უფრო ხარისხიანად რომ მუშაობს, ამიტომ გამოასახლო,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.