20 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
"21-ე საუკუნის მმართველობა" - იუსტიციის მინისტრი კარიბის ზღვის სახელმწიფოთა სამიტზე იმყოფება 

კარიბის ზღვის სახელმწიფოთა სამიტზე, სახელწოდებით "21-ე საუკუნის მმართველობა", საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ელექტრონული მმართველობის მოდელი წარადგინა. თეა წულუკიანმა პრეზენტაციაში ბიუჯეტის მონიტორინგის, ელექტრონული ტენდერების სისტემის, ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის, მოქალაქის პორტალის, საჯარო რეესტრის და ბლოკჩეკინ სისტემის დანერგვის შესახებ ისაუბრა.

იუსტიციის მინისტრმა გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი, ასევე, სახელმწიფო სერვისების გაცემის ქართულ მოდელს დაუთმო და კარიბის ზღვის ქვეყნების წარმომადგენლებს საზოგადოებრივი ცენტრებისა და იუსტიციის სახლების კონცეფცია გააცნო.

„კარიბის ზღვის ქვეყნების სამიტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რათა ამ ქვეყნების მხრიდან გაგრძელდეს საქართველოს მხარდაჭერა, მისი ტერიტორიული მთლიანობის აღიარება სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები