14 ოქტომბერი 2024,   11:40
ვრცლად
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პარლამენტს ფაროსანასთან ბრძოლის 3 პუნქტიანი გეგმა წარუდგინა

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პარლამენტს დღეს, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 3 პუნქტიანი გეგმა წარუდგინა. უწყება მავნებელ მწერთან ბრძოლას, საინფორმაციო კამპანიის გააქტიურებით, დამატებითი ტექნიკის და შხამ ქიმიკატების შეძენით გეგმავს. ფაროსანასთან ბრძოლის კამპანია, სახელმწიფო ბიუჯეტს 50 მილიონი ლარი დაუჯდება.

„პროგრამა ითვალისწინებს სამ ძირითად თეზის. პირველი, ეს არის მასიური და საყოველთაო მონიტორინგი მთლიანად საქართველოში, ფერომონების მეშვეობით. მეორე, ძირითადი პოსტულატი ეს არის, რომ საქართველოს მოსახლეობა, ფერმერები, თვითონ დაამუშავებენ თავის ნაკვეთებს და სახელმწიფოსგან ისინი მიიღებენ დამუშავებისთვის საჭირო რეკომენდაციას,“ - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გააქტიურების მნიშვნელობაზე საუბრობს.

განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრმა აკაკი ბობოხიძემ.

„მე მაინტერესებს არა ზოგადი მიდგომები ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ, არამედ კონკრეტულად, კონკრეტულ რომელიღაც სოფელში, როგორ აპირებს მთავრობა ჩაატაროს ეს ღონისძიება. იმიტომ რომ ეს არის უსერიოზულესი პრობლემა. ჩვენ ან აღმოვფხვრით ამ პრობლემას წელს ან საქართველოს დამოუკიდებლად, მომავლიდან უკვე ძალიან გაუჭირდება პრობლემასთან ბრძოლა,“ - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ. 

დღის ამბები