03 ოქტომბერი 2024,   08:35
ვრცლად
1 დოლარი 2,02 ლარია - ლარი მცირედით გამყარდა

ლარის კურსის გასამყარებლად დღეს "ეროვნულმა ბანკმა" სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გაყიდა, რამაც შედეგი გამოიღო და ლარი დოლართან მიმართებით ოდნავ გამყარდა.

ოფიციალური მონაცემებით, 1 დოლარი 2,02 ლარი ღირს. გუშინ კი 1 დოლარი 2,04 ლარზე მეტი ღირდა.  

ამასთან დღეს "ეროვნული ბანკის" მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღო. რეფინანსირების განაკვეთი 0,5%-ით გაიზარდა და საერთო ჯამში, განაკვეთმა 4,5% შეადგინა. 

დღის ამბები