26 აპრილი 2024,   19:08
ვრცლად
"ენმ"-ის პოლიტსაბჭოს წევრის ფიზიკური შეურაცხყოფის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრის, ალექსანდრე კვახაძის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის საქმეზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, 1990 წელს დაბადებულ პირს ბრალი ძალადობის მუხლით წაუყენეს.

ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ალექსანდრე კვახაძეს ფიზიკურად ცინცაძის ქუჩაზე გაუსწორდნენ. თავად დაზარალებული ამ ფაქტს პოლიტიკურ მოღვაწეობას არ უკავშირებდა და კრიმინალად განიხილავდა.

დღის ამბები