08 მაისი 2024,   20:50
ვრცლად
აშშ-ში ქართველი ექიმი - 31 წლის დავით კანდელაკი, მოკლეს

აშშ-ში, კენტუკის შტატში, ქართველი ექიმი მოკლეს. 

ქალაქ ლუისვილის პოლიციამ ორი მამაკაცის ცხედარს, მათ შორის 31 წლის დავით კანდელაკს, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მიაკვლია. ორივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული.

ადგილორივი მედიის ინფომრაციით, ძებნა პოლიციამ კანდელაკის მეუღლის მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო, რადგან ის დათქმულ ადგილას არ მივიდა და მას ოჯახი ეძებდა.

მკვლელობის დეტალები ამ დრომდე უცნობია. პოლიცია დამნაშავის დადგენას ცდილობს.

არსებული ინფორმაციით, დავით კანდელაკი ამერიკის მოქალაქეა და ის უკვე წლებია, შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. 

დღის ამბები