26 აპრილი 2024,   20:54
ვრცლად
მთავრობის მუშაობის შეჩერების გამო, ტრამპი შესაძლოა, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვერ გაემგზავროს

დონალდ ტრამპი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შესაძლოა, ვერ გაემგზავროს. ვიზიტის სავარაუდო გადადების მიზეზი კი ე.წ. "შათდაუნი" - ანუ მთავრობის მუშაობის შეჩერებაა.

შეერთებული შტატების ფედერალურმა ხელისუფლებამ მუშაობა, დაფინანსების არქონის გამო, გუშინ შეაჩერა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თეთრი სახლის საემიგრაციო პოლიტიკით უკმაყოფილების გამო, დემოკრატიულმა პარტიამ ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. შედეგად, მუშაობა შეაჩერა თითქმის ყველა სექტორმა, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებაზეა, მათ შორის არის მუზეუმები, ღირსშესანიშნაობები და თავისუფლების ქანდაკებაც კი. შეფერხებით მუშაობს ტრანსპორტიც. არ მუშაობს თეთრი სახლის ცხელი ხაზი.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მომხდარზე პასუხისმგებლობას დემოკრატიულ პარტიას აკისრებს. თეთრი სახლის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ოპოზიციურმა ძალამ პოლიტიკა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა დააყენა. 

დღის ამბები