09 ოქტომბერი 2024,   12:31
ვრცლად
მოლაპარაკებების მე-14 საათი

მეთოთხმეტე საათია მინსკში შეხვედრა მიმდინარეობს. უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთის და რუსეთის პირველი პირები უკრაინის კრიზისის გადაწყვეტას ცდილობენ.  

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა მხარეებმა ცოტა ხანში გააფორმონ შეთანხმება.

შეთანხმების ტექსტის შინაარსი ამ დრომდე უცნობია. 

სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, თუ რაზე ვერ თანხმდებოდნენ მხარეები. საუბარია უკრაინის ბლოკგარეშე ყოფნის მოთხოვნაზე, რასაც რუსეთი აყენებს. ასევე საზღვრის საკითხი, დონბასის ე.წ. სტატუსი და აღმოსავლეთ უკრაინიდან რუსეთის მიერ მძიმე ტექნიკისა და შეიარაღებული ნაწილების გაყვანა. 

მოლაპარაკებების ფორმატი ღამის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა. პირველად მოლაპარაკება ოთხმა ლიდერმა დაიწყო და შემდეგ ამ მოლაპარაკებას რამდენჯერმე შეუერთდნენ საგარეო საქმეთა მინისტრები. პრეზიდენტმა პოროშენკომ კი გენშტაბთან ტელეფონით კონსულტაციები გამართა.

ამავე თემაზე
დღის ამბები