03 ოქტომბერი 2024,   08:38
ვრცლად
გარდაცვლილი 19 წლის გოგონა - ხმაურიანი აქცია და გადაკეტილი გზა ქუთაისში

ქუთაისში ავარიის შედეგად გარდაცვლილი 19 წლის ნანა გიგლემიანის ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს და აღმაშენებლის გამზირი გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები დამნაშავის დროულად დაკავებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დღეს მიცვალებულის დაკრძალვას არ აპირებენ.

ამ დროისთვის ქუთაისში აღმაშენებლის გამზირი აქციის მონაწილეების მიერ გადაკეტილია და ავტომანქანით გადაადგილება შეუძლებელია.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.

დღის ამბები