26 აპრილი 2024,   22:39
ვრცლად
პეკინის გამზირზე ”დელფოსის” მაღაზია გაქურდეს

პეკინის გამზირზე ”დელფოსის” მაღაზია გაქურდეს.

არსებული ინფორმაციით, მაღაზიიდან ძვირფასეულობა არ არის წაღებული, თუმცა ბოროტმოქმედებმა სავარაუდოდ, სალაროდან ფულის წაღება მოახერხეს.

მაღაზია დელფოსის თანამშრომლების გამოკითხვა ამ წუთებში მიმდინარეობს. სამართალდამცველების კითხვებს პასუხობენ ის პირებიც, რომლებმაც ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. 

მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

დღის ამბები