21 დეკემბერი 2024,   18:35
ვრცლად
შენობა ეკონომიკის სამინისტროსთვის - უწყებას არამიზნობრივ ხარჯვაში ეკონომისტები და მესამე სექტორი ადანაშაულებს

ეკონომიკის სამინისტროსთვის ახალი შენობა ორთაჭალაში შესაძლოა, აღარ აშენდეს - ამის შესახებ დღეს ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა. სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ სამინიტრომ ვერ წარმოადგინა დოკუმენტაცია, რითაც დაასაბუთებდა, რომ სამინისტროს ფუნქციონირებისთვის, მაინცდამაინც, ჭოველიძის ქუჩაზე შვიდსართულიანი შენობის დაქირავება იყო აუცილებელი.

ეკონომიკის სამინისტრო შენობის გარეშე 2015 წლის ივნისში დარჩა, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის მინისტრობისას 9 მილიონ დოლარად გაიყიდა. ორი წელია, ბიუჯეტიდან შენობის ქირაობისთვის მილიონ 650 ათასი დოლარი დაიხარჯა.

აუდიტის დასკვნა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა და არ გამორიცხავენ, რომ საქმე არამიზნობრივ ხარჯვასთან აქვს სახელმწიფოს.

ეკონომისტები მთავრობას არათანმიმდევრულობაში ადანაშაულებენ. სპეციალისტების აზრით, შენობის პრივატიზაციამდე უნდა მომხდარიყო ალტერნატიული ფართის მოძიება.

აუდიტის სამსახურის ანგარიშით ირკვევა, რომ ეკონომიკის სამინისტრო უწყებების გაერთიანების შედეგად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში აპირებს გადასვლას და ეს 2018 წლის პირველ კვარტალშივე მოხდება.

დღის ამბები