03 ოქტომბერი 2024,   08:39
ვრცლად
ვაზაგაშვილის მიერ დაარსებული ორგანიზაცია "გადაარჩინე სიცოცხლე" მუშაობას წყვეტს

იური ვაზაგაშვილის მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია "გადაარჩინე სიცოცხლე" დროებით მუშაობას წყვეტს.

ორგანიზაციის წევრების განცხადებით, მათ არ სურთ, რომ გამოძიებას ხელი შეეშალოს და რომელიმე განცხადება ოჯახის ინტერესების საწინააღმდეგოდ სპეკულაციებისთვის იქნეს გამოყენებული.

ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, ამიერიდან ვაზაგაშვილების ოჯახის სახელით განცხადებებს მხოლოდ თავად ოჯახის წევრები ან ადვოკატები გააკეთებენ.

„სანამ გამოძიება არ დამთავრდება და იური ვაზაგაშვილის საქმე არ გაირკვევა, იმის გამო, რომ სპეკულაციებს ადგილი არ ჰქონდეს და გამოძიებას ხელი არ შეეშალოს, „გადაარჩინე სიცოცხლე” დროებით ჩერდება და არ იმოქმედებს. ”გადაარჩინე სიცოცხლის” სახელით გაკეთებულ ნებისმიერ განცხადებას ნუ მიიღებთ და ნუ გააშუქებთ,” - განაცხადა იური ვაზაგაშვილის მეგობარმა შალვა მექვაბიშვილმა. 

დღის ამბები