09 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
უკრაინის აღმოსავლეთში ისევ აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მინსკში მიღწეული შეთანხმების ძალაში შესვლამდე ორი დღით ადრე უკრაინის აღმოსავლეთში ინტენსიური ბრძოლები ისევ გრძელდება.

ლუგანსკში სეპარატისტების მხრიდან საარტილერიო შეტევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთი ქარხნის შენობას ხანძარი გაუჩნდა. აქტიური ბრძოლები მიმდინარეობდა ვოლნოვახის რაიონშიც. მინსკის მოლაპარაკებების პარალელურად, სეპარატისტებმა თითქმის 70-ჯერ მიიტანეს იერიში უკრაინული არმიის პოზიციებზე. ნორმანდიის ოთხეულის შეთანხმების მიხედვით, ცეცხლი 15 თებერვალს უნდა შეწყდეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები