03 ოქტომბერი 2024,   08:33
ვრცლად
თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი "პანორამა თბილისის" პროექტის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობას უარყოფს

თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი უარყოფს ბრალდებას სოლოლაკის ქედზე პროექტ „პანორამა თბილისის” ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების შესახებ.

ბაჩიაშვილის მტკიცებით, ადგილზე ”პანორამა-თბილისის” ფარგლებში, მათი განკარგულებით, არანაირი სამშენებლო პროცესი არ მიმდინარეობს. თანაინვენსტირების ფონდის დირექტორის თქმით, ”პანორამა-თბილისის” განხორციელების ნებართვისთვის ისინი შესაბამის უწყებებს უახლოეს პერიოდში მიმართავენ.

ბაჩიაშვილის თქმით, „პანორამა თბილისი” რეალურად არ არის ერთ პროექტი, ეს არის რამდენიმე პროექტი. რაც შეხება თავისუფლების მოედანზე ყოფილ „ცეკავშირის” შენობას, იქ სამშენებლო სამუშაოებზე ნებართვის მისაღებად საბუთების ნაწილი წარდგენილია მერიაში, ნაწილს კი მალე წარადგენენ და მოხდება კიდეც პროექტის განხილვა.

რაც შეეხება სოლოლაკის მაღლობზე მიმდინარე მშენებლობას, გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, ამ სამუშაოებს კომპანია „ჯიდიესი” აწარმოებს და მას „პანორამა თბილისთან” კავშირი არ აქვს.

„რაც ეხება სოლოლაკის მაღლობს, გავრცელებული ინფორმაცია არ არის სწორი, რაღაც მცირე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს „ჯიდიესის” ტერიტორიაზე და ეს სხვა პროექტია, ეს არ ეხება პანორამას პროექტს,” - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

დღის ამბები