26 აპრილი 2024,   20:18
ვრცლად
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი დღეს მთავარ პროკურატურაში მიდის

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები ადვოკატთან ერთად, დღეს მთავარ პროკურატურაში მიდიან. პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ მიმდინარე გამოძიებაზე ინფორმაციის მისაღებად შეხვედრა მთავარ პროკურორთან და საგამოძიებო ჯგუფთან, მაჩალიკაშვილებს ირაკლი შოთაძემ შესთავაზა.

"ოჯახი მემგონი მოითხოვს, რომ რატომ ესროლეთ ეგრე, გაუფრთხილებლად, ობიექტურ გამოძიებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია," - განაცხადა უხუცესმა პლატონ გუნაშაშვილმა. 

ოჯახი დაზარალებულის სტატუსის მიღებას, საქმის მასალებზე სრულ წვდომასა და გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვს. შეხვედრა პროკურატურაში 1 საათზე უნდა დაიწყოს. 

"პირველი მოთხოვნა რაც გვაქვს, რაც შეიძლება მალე იყოს დაზარალებულად ცნობილი ბატონი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, სხვა, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მრავალი კითხვა გვაქვს და მოვითხოვთ ასევე, რომ სრულყოფილი წვდომა გვქონდეს საქმის მასალებზე," - აცხადებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი. 

დღის ამბები