03 ოქტომბერი 2024,   08:34
ვრცლად
ეთნიკურად ოსი მოსახლეობის სოციალური პრობლემების თემაზე დეპუტატები იმსჯელებენ

ეთნიკურად ოსი მოსახლების სოციალური პრობლემების თემაზე დღეს პარლამენტის რამდენიმე კომიტეტი გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელებს.

დღის წესრიგით გათვალისწინებულია სახალხო დამცველის მოსმენა, სადაც ის ე.წ. „ოსურ ფორუმთან” დაკავშირებულ ინიციატივაზე ილაპარაკებს.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრების მიზანია, რომ ამ კონფლიქტის მოგვარებაში შესაძლებელი გახდეს ჩრდილო ოსეთის ოსური ეთნოსის წარმომადგენლების ჩართვა.

დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე უნდა განიხილონ კულტურული, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხები.

„ჩვენ პირისპირ შეხვედრაზე მოვისმენთ პრობლემატიკას, მერე კი გვექნება უკვე მოქმედებების გეგმები შესამუშავებელი, რომ ეს პრობლემები მინიმუმამდე მაინც დავიყვანოთ,” - აცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.

ოსური ფორუმი ომბუდსმენთან არსებული საკონსულტაციო საბჭოა. სხდომაზე დეპუტატები ფორუმის წევრებსაც მოუსმენენ. შეხვედრას სხვადასხვა სამინისტროის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები