03 ოქტომბერი 2024,   08:37
ვრცლად
"თუ არ იცის, მრჩეველს ჰკითხოს" - "მანდარინების" მხატვარი პრემიერს აკრიტიკებს

"მანდარინების" შემოქმედებითი ჯგუფი პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებს.

გადაცემა "სხვა შუადღეში" მოწვეულმა ფილმის კოსტიუმების მხატვარმა თეა თელიამ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა გაიხსენა და მთავრობის მეთაურის არაკომპეტენტურობის გამო უკმაყოფილება არ დამალა.

თელიას თქმით, თუ თავად პრემიერი ვერ ერკვევა კინოინდუსტრიაში, მან სპეციალისტების რჩევები მაინც უნდა მიიღოს.

„მან თქვა, დიდი მადლობა რეჟისორს, მსახიობებს და ტექნიკურ ჯგუფს. პრემიერ-მინისტრი არ არის ვალდებული, რომ გარკვეული იყოს ჯგუფის წევრების ფუნქციებში. უბრალოდ, მრჩეველი უნდა ჰყავდეს, რომელიც ეტყვის, რომ მსახიობების, რეჟისორების და ტექნიკური ჯგუფის გარდა, კიდევ არსებობს შემოქმედებითი ჯგუფი, რომელზეც დგას ეს ყველაფერი,” - განაცხადა თეა თელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები