03 ოქტომბერი 2024,   08:34
ვრცლად
"ზურას მიმართ ეს სიბინძურე იმიტომ წამოვიდა, რომ იციან, საქმე მალე გაიხსნება," - ხათუნა ხოფერია

გარდაცვლილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მეგობარი ხათუნა ხოფერია ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

ხოფერია ფიქრობს, რომ ზურაბ ჟვანიას მისამართით "სიბინძურის ლავა წამოვიდა."

ხოფერია ნდობას უცხადებს პროკურატურას და იმედს გამოთქვამს, რომ საქმის გამოძიება დაჩქარდება. 

"ვენდობით პროკურატურას, იქნებ დაჩქარდეს გამოძიება. ზუსტად ვიცით, რომ დაჩქარდება და სწორედ ამიტომ ატყდა ამბავი, სწორედ ამიტომ წარმოვიდა ეს სიბინძურის ლავა. მათ ზუსტად იციან, რომ ოჯახმა ექსჰუმაციაზეც მისცა თანხმობა და ყველაფერი მალე გაირკვევა," - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.  

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები