20 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
ქუმსიშვილი, ბეჟუაშვილი, დამენია - „ბადაგონის“ წილებისთვის დავა პოლიტიკურ ბრალდებებში გადაიზარდა

„ბადაგონის“ მფლობელმა ვიცე პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი ბიზნესზე ზეწოლაში დაადანაშაულა. ღვინის მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელმა განცხადება გაჩერებულ ქარხანაში მუშებთან ერთად გააკეთა და ასობით ადამიანის სამსახურის გარეშე დარჩენაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა.

გიორგი სალაყაია ამტკიცებს, რომ ხელისუფლების ხელშეწყობით მისთვის ბიზნესის წართმევას ცდილობენ. დიმიტრი ქუმსიშვილი ბრალდებებს არ პასუხობს. „ბადაგონის“ ხელმძღვანელს ბრალდებების კიდევ ერთი ადრესატის, დავით ბეჟუაშვილის ადვოკატმა უპასუხა.

ბეჟუაშვილი სალაყაიას ბრალდების უარყოფისთვის 4 დღეს აძლევს, ორშაბათს კი, მის წინააღდეგ სარჩელით სასამართლოს მიმართავს

„ბადაგონის“ მფლობელს სასამართლოში კახა დამენიაც უჩივლებს, რომელიც გიორგი სალაყაიამ მის წინააღმდეგ ბეჟუაშვილთან ერთად შეთანხმებულ მოქმედებაში დაადანაშაულა.

მიუხედავად იმისა, რომ "ბადაგონის" წილებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია, პარალელურად, არც სამოქალაქო დავის დაწყებას გამორიცხავს ვლადიმერ ჯანჯღავას ინტერესების დამცველი. სწორედ ჯანჯღავას განცხადების საფუძველზე შევიდა ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახური „ბადაგონში“.

კომპანიის ყოფილი მეწილე ხვალ ფინანსურ დოკუმენტაციას გაასაჯაროებს, რომლის მიხედვით, ის წლების განმავლობაში „ბადაგონში“ მილიონების ინვესტირებას ახდენდა.

 

ავტორი: ია გულიაშვილი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები