18 ნოემბერი 2024,   02:17
ვრცლად
"ეს აბსურდი არის იმისთვის, რომ თავი დავხარო და მივიდე ბეჟუაშვილთან" - "ბადაგონის" დამფუძნებელი მის კომპანიაში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებზე საუბრობს

„ბადაგონის“ ხელმძღვანელები კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას  ბიზნესზე ზეწოლას უკავშირებენ. „ბადაგონის“ დამფუძნებელმა კონკრეტული სახელებიც დაასახელა, მათ შორის ბეჟუაშვილის გვარიც ფიგურირებს. აღნიშნულის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელობამ და უფლებადამცველმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს.

"როდესაც „ბადაგონი“ გახდა ლიდერი კომპანია ქართული ღვინის ექსპორტში 250 კომპანიას შორის ვართ პირველ ადგილზე. როდესაც კომპანია გახდა ისევ საინტერესო გარკვეული პირებისთვის მათ უკვე დაიწყეს ბრძოლა იმ მეთოდებით, რომელიც მაგათ იციან და მაგათი ტვინი მეტს ვერ ფლობს. ეს არის პირადად რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ ჯანჯღავა ძებნილი ამ ქვეყნის მიერ აფიორებზე, აფერისტობებზე, რომელსაც უნდა, რომ, ვითომ, მასზე არ მოხდა გადაფორმება. მისგან არ მოხდა გადაფორმება. ეს აბსურდი არის იმისთვის, რომ მე თავი დავხარო და მივიდე ბატონ ბეჟუაშვილთან. ეს არ მოხდება,“- განაცხადა კომპანია ”ბადაგონის” დამფუძნებელმა, გიორგი სალაყაიამ.

კომპანია „ბადაგონის“ ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა აღნიშნა, ყველა სამართლებრივი მეთოდის გამოყენებით იბრძოლებენ.

„ჩვენ ვაპირებთ ყველა იმ ადამიანის, ვინც შემოვარდა, პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. ვაპირებთ ბრძოლას ყველანაირი სამართლებრივი მეთოდებით. მთელი მსოფლიო გაიგებს, რომ საქართველოში ბიზნესგარემო აი იმ უბედური პოლიციელების, პროკურორობის მეშვეობით არის განადგურებული,“- განაცადა ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები