20 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
კომპანია „ბადაგონის“ მენეჯმენტი დაწყებულ გამოძიებას შეთქმულებად აფასებს

„ბადაგონის“ ღვინის ქარხანაში კომპანიის მენეჯმენტმა პრესკონფერენცია გამართა. კომპანიის მფლობელი კომპანიაში დაწყებულ გამოძიებას შეთქმულებად აფასებს.

ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი აღნიშნავს, რომ „ბადაგონის“ თანამშრომლები შემოსავლის გარეშე რჩებიან. ის ხელისუფლების წარმომადგენლებს კომპანიაში ფინანსური პოლიციის შეგზავნის გამო აკრიტიკებს.

„ეს შემოვარდნა იყო დავით ბეჟუაშვილის და დღევანდელი ეკონომიკის მინისტრის და ვიცე-პრემიერის,  ქუმსიშვილის მხრიდან კარგად დაგეგმილი ძალიან ბიძური პროვოკაცია,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

„ბადაგონის“ მფლობელი, გიორგი სალაყაია აღნიშნავს, რომ სამუშაო პროცესი ამ ეტაპზე სრულად შეჩერებულია.

„პროცესი გაჩერებულია მთლიანად. ეს გააკეთა ფინანსური პოლიციის არა პატარა ჯგუფმა, რომელიც იქ შემოვარდა გუშინ და საოცრებები ჩაატარეს. ეს ნამდვილად დაგეგმილი იყო ძალიან ორგანიზებულად, რომ პირველ რიგში, მიეყენებინათ „ბადაგონის“ იმიჯზე ძალიან დიდი ზარალი,“ - განაცხადა სალაყაიამ. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ღვინის კომპანიაში გუშინ  შევიდნენ და ათასობით გვერდი ფინანსური დოკუმენტაცია და კომპიუტერში შენახული მასალები ამოიღეს.

ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „ბადაგონში“ გამომძიებლები ყოფილი მეწილის საჩივრის საფუძველზე შევიდნენ, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი კუთვნილი აქციები კომპანიის მოქმედმა მფლობელმა მიითვისა.

ამავე თემაზე
დღის ამბები