18 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
დავით ბეჟუაშვილი „ბადგონის“ დამფუძნებელს სასამართლოში უჩივლებს

პარლამენტის ყოფილი წევრი, დავით ბეჟუაშვილი „ბადგონის“ 100%-იანი წილის მფლობელს, გიორგი სალაყაიას საქმიანი რეპუტაციის, ღირსებისა და პატივის შელახვის გამო სასამართლოში უჩივლებს.

სარჩელი სასამართლოში ორშბათს შევა, თუმცა ბეჟუაშვილის ინტერესების დამცველის თქმით, თუ ორშაბათამდე სალაყაია საქმის ვითარებაში გაერკვევა და დავით ბეჟუაშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებას უარყოფს, მაშინ სარჩელს აღარ შეიტანენ. 

„არავითარი კავშირი დავით ბეჟუაშვილს არც გუშინ გავრცელებულ მოვლენებთან, არც პარტნიორ თუ ინვესტორებს დავასთან არ გააჩნია, ეს ერთი. მეორე, ჩვენ მიერ ორშაბათს შევა სარჩელი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის და მესამე, თუკი ბატონი სალაყაია ორშაბათამდე გაერკვევა, რომ ეს განცხადებები აბსურდულია ბატონი ბეჟუაშვილის მიმართ და განაცხადებს ამის შესახებ და უარყოფს, მაშინ სარჩელი არ შევა,“ - განაცხადა ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ.

გიორგი სალაყაიამ კომპანია "ბადაგონში" საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ბიზნესზე ზეწოლას დაუკავშირა და კონკრეტული სახელებიც დაასახელა, მათ შორის დავით ბეჟუაშვილის გვარიც ფიგურირებდა. 

ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები „ბადაგონში“ გუშინ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ. კომპანიაში საგამოძიებო უწყების წარმომდგენლების შესვლას ხმაური და დაპირისპირებაც მოჰყვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები