09 ოქტომბერი 2024,   12:24
ვრცლად
სააკაშვილის დანიშვნის ბრძანებას პოროშენკომ ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, დღეს გვიან ღამით ხელი მოაწერა ბრძანებულებას მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნის შესახებ.

პოროშენკოს  ოფიციალური ბრძანებულება უკრაინის პრეზიდნეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ბრძანებულებაში, რომლის ნომერია 78/2015 ნათქვამია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს უხელმძღვანელებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სააკაშვილი რჩევებს მისცემს პრეზიდენტს რეფორმების გატარების საკითხში და ამასთან, მისი რჩევებით მოხდება პრეზიდენტის რეფორმების პაკეტის შემუშავება, რომელსაც პრეზიდენტი უკრაინის რადას დასამტკიცებლად წარუდგენს.

პრეზიდენტის ბრძანებულება გამოქვეყნებიდან 3 დღეში შევა ძალაში.     

 

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე  გამოქვეყნებული ბრძანებულება სააკაშვილის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნის შესახებ. 

დღის ამბები