26 აპრილი 2024,   22:31
ვრცლად
ვარკეთილში ცეცხლსასროლი იარაღიდან ახალგაზრდა დაჭრეს

ვარკეთილში ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს. 18 წლის ილო ფარცვანიას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. გავრცელებული ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს ჭრილობა მიყენებული.

როგორც "რუსთავი 2"-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს.

მომხდარის დეტალები ამ ეტაპისთვის უცნობია. 

დღის ამბები