26 აპრილი 2024,   22:09
ვრცლად
„შენი იდეა ქალაქის მერს“ - მოქალაქეებს მერიისთვის პროექტების მიწოდების შესაძლებლობა ექნებათ

თბილისის მერმა ელექტრონული პორტალი „შენი იდეა ქალაქის მერს“ წარადგინა. კახა კალაძის თქმით, მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, რომ დედაქალაქის განვითარებისთვის მათი იდეები თბილისის მერს მიაწოდონ.

„წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდი, რომ ჩვენ აუცილებლად შევქმნიდით პლატფორმას, სადაც იქნებოდა შესაძლებელი ძალიან ბევრი ადამიანის ჩართვამ, ვინც მოგვაწოდებს იდეებს, კონკრეტულ პროექტებს იმისთვის, რომ შემდეგ ეს განხორციელდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ დავამსხვრიოთ სტერეოტიპები, რომ ერთი ადამიანი ან რაღაც კონკრეტული ჯგუფი მოაგვარებს იმ პრობლემებს, რაც ქალაქისთვის არის აქტუალური,“ - განაცხადა კახა კალაძე.

პორტალზე ატვირთული პროექტები შესაბამისი ხმების მიღების შემდეგ განსახილველად მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა.

დღის ამბები