03 ოქტომბერი 2024,   08:33
ვრცლად
თბილისში სახლის კედელი ჩამოინგრა

ძველ თბილისში სახლის კედელი ჩამოინგრა. ინგოროყვას 18 ნომერში მცხოვრები რამდენიმე ოჯახი დახმარებას ითხოვს.

ადგილობრივების განცხადებით, შენობა დიდი ხნის განმავლობაში ავარიული იყო და მოსახლეობამ გამგეობას დახმარებისთვის მიმართა. თუმცა, სახლი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხას განეკუთვნებოდა და მის გამაგრებაზე პასუხისმგებლობა კულტურის სამინიტროს, კერძოდ ძეგლთა დაცვის სააგენტოს, ეკისრება.

ადგილობრივი მაცხოვრებლების განმარტებით, გამგეობამ სახსრები გამოყო. თუმცა, პროექტს სააგენტო უკვე რამდენიმე თვეა, სწავლობს.

მოსახლეობას პრობლემებს მეზობლად მდგომი ავარიული შენობაც უქმნის. მათი განცხადებით, საფრთხეს ნანგრევებში გამრავლებული ქვეწარმავლები ქმნიან. 

ადგილზე მდგომარეობას კულტურის სამინისტროს და გამგეობის წარმომადგენლები გაეცნენ.
დაზარალებულებს დახმარებას გამგეობა დაჰპირდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები