03 ოქტომბერი 2024,   08:39
ვრცლად
საქველმოქმედო აქციები, რომლის სახელით გადარიცხული თანხა ადრესატამდე ვერ აღწევს

ქველმოქმედებისთვის გაღებული ფული, რომელიც ხშირად ადრესატამდე ვერ აღწევს.

ქუჩაში ხშირად ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც დაავადებული ბავშვის დასახმარებლად ფულს ითხოვენ, თუმცა ხშირად ავადმყოფები ამ თანხიდან ერთ თეთრსაც ვერ იღებენ.
მსგავსი მიზნებისთვის, ხშირად ყუთის ნაცვლად საბანკო ანგარიშსაც იყენებენ.

ასეთი მაგალითი ბევრია.

ლალი ლუჩკოს 5 წლის შვილის დასახმარებლად ოჯახის მეგობრებმა სპეციალური საბანკო ანგარიში გახსნეს. თუმცა, მისი თქმით, ბავშვისთვის გადარიცხული თანხა არ აუღია.

ლუჩკოების ოჯახის მსგავსი პრობლემის წინაშე დადგა ეთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელიც.

გოგა კარბელაშვილის თქმით, მოზარდებმა მას დახმარება მისი მეგობრის გარდაცვლილი ჩვილის სახელით სთხოვეს.

ყოველდღიურად ხალხმრავალ ადგილებში, ავადმყოფისთვის დახმარებას ბევრი ადამიანი ითხოვს.

ქვეყანაში ამ დრომდე არ არსებობს მექანიზმი, რომელიც თვითმარქვია საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობას გააკონტროლებს.

არ არსებობს რეგულაციებიც, რომელიც მოქალაქეებს მსგავსი შემთხვევებისგან დაიცავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები