03 ოქტომბერი 2024,   08:38
ვრცლად
"ბორჯღალოსნების" გამარჯვება - მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ანგარიშით 20:15 პორტუგალია დაამარცხა.

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოსა და პორტუგალიის მორაგბეთა ნაკრებებს შორის "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მატჩი გაიმართა.

"ბორჯღალოსნებმა" "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" პირველ მატჩში გერმანიას სტუმრად ანგარიშით 64:8 მოუგეს.

მორიგ შეხვედრას ქართველი მორაგბეები სტუმრად ესპანეთთან 28 თებერვალს გამართავენ.
დღის ამბები