03 ოქტომბერი 2024,   08:36
ვრცლად
გაუფილტრავი ონკანის წყალი და ერთი კომპანიის მიერ მოგებული ტენდერები

წალკის რაიონში წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხების მიუხედავად, ონკანში მდინარის გაუფილტრავი წყალი მოდის. გამოცხადებულ ტენდერებს კი 2 წელია, ერთი კომპანია იგებს.

წალკის რაიონის სოფელ ბერეთში ქსელის რეაბილიტაცია გასულ წელს განხორციელდა, მაგრამ სასმელი წყალი მხოლოდ ნახევარ სოფელს აქვს.

წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის სოფელ თრიალეთში ბოლო 2 წლის განმავლობაში 260 000 ლარამდე დაიხარჯა. თუმცა, წყლის სისტემის გაფილტვრა არც მას შემდეგ მომხდარა, რაც დაბინძურებული წყლით რამდენიმე თვის წინ ბავშვები მოიწამლნენ.

სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ სასმელი წყალი დაბინძურებული იყო, ამიტომ მოსახლეობას გადადუღებული წყლის დალევა ურჩიეს.

სოფელ გუმბათში ქსელის რეაბილიტაციისთვის 2013-2014 წლებში ბიუჯეტიდან 320 000 ლარი დაიხარჯა, მაგრამ ონკანებში წყალი გაუფილტრავად მოდის.

წალკის რაიონის სოფლებში  წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის  გამოცხადებულ თითქმის ყველა ტენდერს 2 წელია, კოპმანია  „ბილდინგ დეველოპერი“ იგებს.

მოსახლეობის უკმაყოფილების მიუხედავად, კომპანიის დირექტორი, ალექსი სიხუაშვილი, ამბობს, რომ მან სამუშაოები სრულად შეასრულა.

 

დღის ამბები