03 ოქტომბერი 2024,   08:35
ვრცლად
საყდრისის გადარჩენის კომიტეტი აქციებს იწყებს

საყდრისის გადარჩენის კომიტეტი საპროტესტო აქციების განახლებას გეგმავს. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების ინფორმაციით, საბადოზე მიმდინარე სამუშაოებისას აღმოჩენილია არტეფაქტებია, რომელთა გამოკვლევასაც ისინი ითხოვენ.

კომიტეტის წევრები აპირებენ ხვალ მიმართონ პარლამენტის ფრაქციებს იმისათვის, რომ მათ წარადგინონ საკუთარი კანდიდატები საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად.

კახა კოჟორიძე კი სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს, მას ეროვნული მუზეუმის თანამშრომელთან ერთად სარჩელი საყდრისისთვის ძეგლის სტატუსის ჩამორთმევაზე აქვს შეტანილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები