26 აპრილი 2024,   22:37
ვრცლად
"ორჯერ იყავით ჩემს მოსანახულებლად, ეს იყო ძალიან დიდი მორალური მხარდაჭერა,"-ჩაბუქი რებეკა ჰარმსს ესაუბრა

მუსტაფა ემრე ჩაბუქმა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ დემირელის სკოლა მოინახულა. საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი წინასაექსტრადიციო პატიმრობისგან 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქმა შეკრებილ მოსწავლეებს და კოლეგებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ყველაზე მძიმე, ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, იყო ის რომ მოსწავლეების დანახვა არ შემეძლო. ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, მადლობა მათაც ვინც სოციალურ მედიაშიც გამოხატავდა ჩემ მხარდაჭერას. ვერასოდეს გადაგიხდით ამხელა სიკეთეს,“ - განაცხადა ჩაბუქმა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი ევროპარლამენტის დეპუტატს, რებეკა ჰარმს ესაუბრა. მუსტაფა ემრე ჩაბუქმა ევროპარლამენტარს მორალური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან დიდი მადლობა თქვენ ასეთი მხარდაჭერისთვის. ორჯერ იყავით ჩემს მოსანახულებლად და ეს იყო ძალიან დიდი მორალური მხარდაჭერა ჩემთვის. ყველაფრისთვის დიდი მადლობა რებეკა. ახლა კოლეჯში ვარ, ჩემს ოთახში, მოსწავლეებთან მასწავლებლებთან და ჩემს კოლეგებთან ერთად, ყველა ჩემ გარშემოა, ახლა სკოლაში შევხვდი ჩემს შვილებსაც, ძალიან ბედნიერი ვარ. როდესაც თქვენ თბილისში ჩამოხვალთ ჩემი სტუმარი უნდა იყოთ,“ - მიმართა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა ევროპარლამენტარს.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ დღეს გაათავისუფლეს. მას თურქული მხარე ფეთჰულა გიულენთან და ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირს ედავება.

ამავე თემაზე
დღის ამბები