03 ოქტომბერი 2024,   08:37
ვრცლად
საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილები და მათი ყოველდღიური პრობლემები

საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტროსგან დახმარება სულ 500-მდე უკრაინელმა ლტოლვილმა ითხოვა. მინისტრმა სოზარ სუბარმა ინიციატივით მთვარობას მიმართა, დაჩქარებული წესით მიენიჭებინათ ლტოლვილებისთის ჰუმანიტარული სტატუსი.  ჩამოსულები აკითხავენ გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატსაც.

ერთ-ერთი ასეთი უკრაინელი ვიქტორიაა, რომელიც მცირეწლოვან ბავშვს მარტო ზრდის.  მან ერთი ოთახი სამგორში იქირავა და ცხოვრება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მეზობლად დაიწყო. საქართველოს დევნილთა სამინიტრო თვეში 320 ლარს უხდის, ამ თანხით ვიქტორია ბინის ქირას ისტუმრებს დარჩენილი ნაწილით კი დედა-შვილს თავი მთელი თვე გააქვთ.

მატერიალური გაჭირვების მიუხედავად, ახლა მშვიდად სძინავს და მუდმივ შიშში ცხოვრება აღარ უწევს.

დღის ამბები