03 ოქტომბერი 2024,   08:39
ვრცლად
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მისი რეკორდული მაჩვენებლები საწვავის მოხმარებაში

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე კოლეგებში საწვავის ხარჯით ლიდერია. მან  ავტომობილით, „კია ოპტიმათი, “ რომელიც ოფიციალური მონაცემებით ქალაქში მხოლოდ 10 ლიტრა საწვავს მოიხმარს 5 თვეში 3 ტონა და 300 ლიტრი ბენზინი დაწვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ამ პერიოდში 33 ათასი კილომეტრი გაიარა.

ტყემალაძე თბილისში, ვაკეში ცხოვრობს და მისივე მძღოლის განცხადებით ის არც ისე ბევრს დადის. ამ რაოდენობის საწვავის მოხმარებას, ანუ დრეში 200 კილომეტრზე მეტის გავლას პოსტსკრიპტუმტან საუბრისას ტაქსის მძღოლებიც კი არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი ფაქტები მათ პრაქტიკაში იშვიათად ხდება. 

თავად საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ წელს გასულ წელთან შედარებით საწვავის ხარჯვა ბევრად შემცირებულია. 

დღის ამბები