26 აპრილი 2024,   19:16
ვრცლად
ხმაური ახმეტის კულტურის სახლში - დაპირისპირება გზის მშენებლობის განხილვას მოჰყვა 

ხმაური იყო ახმეტის კულტურის სახლში. სიტყვიერი დაპირისპირება ახმეტის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი გზის მშენებლობის საჯარო განხილვას მოჰყვა.

განხილვა საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, მხოლოდ ძიბახევი- ხადორის ხეობის მონაკვეთს უნდა შეხებოდა, თუმცა, თუშეთის თემის წარმომადგენლებმა თუშეთის ალტერნატიული გზის მშენებლობაზე დასვეს კითხვები და შესაძლო გზის მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

პროექტის მოწინააღმდეგეების თქმით, თუშეთის ალტერნატიული გზის მშენებლობის შემთხვევაში, თუშეთის დაცული ტერიტორიები განადგურდება, რაც სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას და პროექტირების დროს მონაწილეობა ადგილობრივმა თუშებმაც უნდა მიიღონ. მათი თქმით, უმჯობესი იქნება, თუკი უკვე არსებული გზის რეაბილიტაცია მოხდება. 

პროექტს მომხრეებიც ჰყავს, რომლებიც გზის აუცილებლობაზე საუბრობენ.  

განცხადება გააკეთა საავტომობილო გზების დეპარტამენტის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა, გია სოფაძემ. 

ხადორის ხეობით უნდა დავუკავშირდეთ ომალოს, მაგრამ იდეა არის ის, რომ ისეთი ინფრასტრუქტურა უნდა იყოს გზაზე, რომ 9 თვის განმავლობაში მაინც იმუშაოს გზამ, რომ იქაურ მოსახლოებას შეეძლოს ამ პერიოდის განმავლობაში ჩამოიტანოს ნაწარმი,“ - ამბობს გია სოფაძე

 

 

დღის ამბები