27 ივლისი 2024,   04:55
ვრცლად
ავღანეთში, ქალაქ ჯალალაბადში, აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა.

სასტუმროს მეორე სართულზე, სადაც უხუცესთა საბჭოს ლიდერები იმყოფებოდნენ, ბომბი ამოქმედდა.

დაიღუპა ოთხი და დაშავდა ორი ადამიანი.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობის ნაწილი ჩამოინგრა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.



დღის ამბები