20 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
ძველ ტიკში ახალი ღვინო ვერ ჩაისხმება, გასკდება და ამას უკეთებს მარგველაშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტს - სოზარ სუბარი

"სახელმწიფო ინსტიტუტები ირღვევა მაშინ, როდესაც ერთი ინსტიტუტის წარმომადგენელი ცდილობს, არ ჩაეტიოს თავის ფარგლებში," - ამ განცხადებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი, პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება.

პრეზიდენტის თქმით,  "ქართული ოცნების მიერ ინსტიტუტების შერყევა მათი საფირმო ნიშანია". სუბარი კი აცხადებს, რომ "პრეზიდენტი უნდა ჩაეტიოს იმ ფარგლებში, რომელიც განსაზღვრულია კონსტიტუციით".

"სახელმწიფო ინსტიტუტებს არღვევს, როდესაც ერთი გარკვეული ინსტიტუტის წარმომადგენლები ცდილობენ, არ ჩაეტიონ თავის ფარგლებში და გადიან ფარგლებს გაღმა. დღეს მარგველაშვილი არის პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელში. ცდილობს, ისეთი პრეზიდენტი იყოს, როგორიც იყო სააკაშვილი ან შევარდნაძე. არ გამოდის. ძველ ტიკში ახალი ღვინო ვერ ჩაისხმება იმიტომ, რომ გასკდება და დაიხევა და ისიც ამას უკეთებს პრეზიდენტის ინსტიტუტს. თუ ჩაეტევა იმ ჩარჩოებში, რაც განსაზღვრა ახალმა კონსტიტუციამ, მაშინ ყველაფერი ჩაჯდება თავის ნორმაში,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები