18 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
იმისთვის, რომ კანონდამრღვევებმა ევროპაში შეცვლილი გვარით დაბრუნება ვერ შეძლონ, გვარის შეცვლის პროცედურა რთულდება

უვიზო მიმოსვლის გადასარჩენად საქართველოს ხელისუფლება რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს. იმისთვის, რომ კანონდამრღვევმა მოქალაქეებმა ევროპაში შეცვლილი გვარით დაბრუნება ვერ შეძლონ, იუსტიციის სამინისტრო გვარის შეცვლის პროცედურას ყველასთვის ართულებს.

გადაწყვეტილება თეა წულუკიანმა საქართველოს სხვადასხვა საელჩოებიდან მიღებული ერთი და იგივე ინფორმაციის მიწოდების შემდეგ მიიღო, რომლის მიხედვითაც, შენგენის ზონაში კანონდამრღვევი და დეპორტირებული ქართველები სამშობლოში ჩამოდიან, გვარს იცვლიან და ახალი პასპორტით უკან ბრუნდებიან.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, პირმა გვარის შესაცვლელად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა მიმართოს და რამდენიმე დოკუმენტი წარადგინოს, პროცედურის ღირებულება 55 ლარია. კანონში ამ ეტაპზე შეზღუდვა გვარის შეცვლისთვის არ არსებობს.

პარალელურად, ევროპული ქვეყნები საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ სტატისტიკას აქვეყნებენ. საფრანგეთის ციხეებში პატიმართა რაოდენობით საქართველო მე-13 ადგილზეა, გერმანიაში კი თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა გაორმაგებულია.

დღის ამბები