18 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე დეპუტატები 23 თებერვალს იმსჯელებენ

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე დეპუტატები 23 თებერვალს იმსჯელებენ.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ სამართალდამცველებმა საქმის გამოძიების ყველა რესურსი ამოწურეს და ამიტომ გამოძიების მანდატი საპარლამენტო კომისიას უნდა გადაეცეს.

ევროპულ საქართველოში ამბობენ, რომ პროკურატურა დანაშაულს განზრახ არ იძიებს და ამით პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს.

მესამე სექტორი პროკურატურას არ ენდობა და უმრავლესობის დეპუტატებს მოუწოდებს, მუხთარლის საქმეზე ოპოზიციის მოთხოვნას მხარი დაუჭიროს.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ არაფორმალური მმართველობის პირობებში, საპარლამენტო საგამოძიებოს კომისიის შექმნას მმართველი უმრავლესობა ვერ გაბედავს.

უმცირესობა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას აფგან მუხთარლის საქმეზე გასული წლის ივნისიდან ითხოვს.

ევროპულ საქართველოს საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

დღის ამბები