18 ნოემბერი 2024,   02:21
ვრცლად
ზესტაფონის მერს და მის ძმას სილიკო-მანგანუმის უკანონო მოპოვებაში ადანაშაულებენ

ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი ქალაქის მოქმედ მერს და მის ძმას სილიკო-მანგანუმის უკანონო მოპოვებაში ადანაშაულებს.

გიორგი გოგლიჩიძე ამტკიცებს, რომ ალეკო მახათაძე პირადად კურირებს მძიმე ტექნიკის მეშვეობით ზესტაფონის ყოფილი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან ქერქული ნარჩენების სარეალიზაციოდ გატანას.

მერობის ყოფილი კანდიდატი შინაგან საქმეთა სამინიტროს მოუწოდებს, დაინტერესდეს მოქმედი მერის კანონსაწინააღმდეგო ქმედებით.

გიორგი გოგლიჩიძე ზესტაფონის მერის იმპიჩმენტს ითხოვს.

მერს და მის ძმას უკანონო საქმიანობაში ადანაშაულებს ზესტაფონის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრიც.

ზესტაფონში ფეროშენადნობი ქარხნის მიერ გადამუშავებული სილიკო-მანგანუმის ხელახალი რეალიზაციისთვის ტენდერი რამდენჯერმე გამოცხადდა, თუმცა, ამ სასარგებლო წიაღისეულს უკანონოდაც ხშირად თხრიან.

ამ ტერიტორიაზე რომ სილიკო-მანგანუმის ქერქულ ნარჩენების მოპოვება და შემდეგში, რეალიზაცია ხდება, ადასტურებენ ადგილობრივებიც. ზესტაფონში ადასტურებენ, რომ ე.წ. ”შავი ოქრო” ღამით დიდი ოდენობით გააქვთ, თუმცა, ჟურნალისტებთან გვარების დასახელებას ერიდებიან.
 

დღის ამბები