”ამომავალი ევროპელი ვარსკვლავი” – ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გამართული კონკურსის გამარჯვებულია.
კვირიკაძესთან ერთად, ამომავალი ვარსკვლავის ტიტული კიდევ ცხრა მსახიობმა მიიღო.
”ამომავალი ევროპელი ვარსკვლავის” ჯილდოს მფლობელი ქართველი არტისტი ევროპული კინო პრომოუშენის ჟიურის წევრებმა რეზო გიგინეიშვილის ფილმით აღმოაჩინეს. ”მძევლებში” შესრულებული მთავარი როლისთვის ირაკლი კვირიკაძე ევროპული კინოსამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცა. მას უკვე ჰქონდა 2-საათიანი შეხვედრა საერთაშორისო ქასთინგ მენეჯერებთან, რეჟისორებსა და პროდუსერებთან.
”ამომავალი ევროპელი ვარსკვლავის" ტიტულისთვის 30-ზე მეტი მსახიობი იბრძოდა. მკაცრ ჟიურის კრიტერიუმები თავიდანვე გაწერილი ჰქონდა. კონკურსში მხოლოდ ა-კლასის კინოფესტივალებზე ნაჩვენები ფილმების მსახიობი დაიშვებოდნენ. გამარჯვებულები 6-კაციანმა ჟიურიმ შეარჩია.
ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი