„სასამართლო დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე, როგორიცაა შიდა გავლენები," - ეს განცხადება არჩევანში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა, გააკეთა და აღნიშნა, რომ იუსტიციის საბჭომ უნდა იზრუნოს საგნობრივ პრობლემებზე.
"საქართველოს 288 მოსამართლე ჰყავს და აქედან 77 უვადოდ არის დანიშნული. 109 ელოდება უვადოდ გამწესებას," - განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და 109 მოსამართლე, რომელიც ელოდება უვადო გამწესებას, უნდა განიხილებოდეს ცალ-ცალკე და ინდივიდუალურად.
მისივე თქმით, არსებობს გარკვეული ჯგუფი, რომელიც მართავს პროცესებს.
ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ წინასწარ არის განსაზღვრული, ვინ დაინიშნება უვადოდ და ვინ არა.
„ჩვენი მთავარი პრობლემა არ უნდა იყოს შიდა დაპირისპირება, ჩვენი მთავრი პრობლემა ის ჯგუფებია, ვინც ამ პროცესებს მართავს,“ - განაცხადა ჯანეზაშვილმა.