20 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
დარეგულირდეს დისციპლინური წარმოების საკითხები არამოსამართლე წევრების მიმართაც - მიქაუტაძის ინიციატივა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, გიორგი მიქაუტაძე, არამოსამართლე წევრების მიმართ დისციპლინური წარმოების შემოღების ინიციატივით გამოდის.

არჩევანში საუბრისას გიორგი მიქაუტაძემ აღნიშნა, რომ არამოსამართლე წევრებზე დისციპლინური სამართალწარმოება არ ვრცელდება.

„ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ ასეთ ინიციატივას და ამ საკითხს ზოგადად რომ დარეგულირებული იყოს დისციპლინური წარმოების საკითხები არამოსამართლე წევრების მიმართაც, რომ ჩვენ აღმოვჩნდეთ თანაბარ მდგომარეობაში და არ ჰქონდეს ცალმხრივ შეურაცხყოფის მიყენებას ადგილი,“ - განაცხადა მიქაუტაძემ.

გიორგი მიქაუტაძე აღნიშნავს, რომ დისციპლინური საკითხები არამოსამართლე წევრებთან მიმართებით აუცილებლად უნდა დარეგულირდეს.

„ეს არ უნდა იყოს ის ორგანო, რომელმაც თქვენ აგირჩიათ, თუ გაგამწესათ და ეს აგრეთვე არ უნდა იყოს ის ორგანო, რომელმაც სადაც თქვენ საქმიანობთ, იუსტიციის საბჭო. თუმცა, არსებობს სხვა ორგანოები, რომლებიც მოსამართლეთა დისციპლინურ სამართალწარმოებას განიხილავენ, სადისციპლინო კოლეგია არსებობს, რომელიც შერეული წესით კომპლექტდება და ეს კოლეგია იხილავს მოსამართლეთა დისციპლინური წარმოების საკითხებს და შესაძლებელია ასეთივე ორგანო არსებობდეს და იხილავდეს არამოსამართლეთა წარმოებას,“ - განაცხადა მიქაუტაძემ. 

დღის ამბები