20 ნოემბერი 2024,   13:16
ვრცლად
იუსტიციის საბჭო დაკომპლექტებულია ისეთი წევრებით, რომელთა მიმართაც ჩვენ კითხვები გვქონდა - ეკა გიგაური

საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი იუსტიციის საბჭოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

ეკა გიგაური აცხადებს, რომ ანა დოლიძესთან დაკავშირებული შემთხვევა არის მკაფიო მაგალითი, რომ როგორც კი იუსტიციის საბჭოში რომელიმე წევრი გამოთქვამს კრიტიკულ აზრს, ამავე საბჭოში არსებული ჯგუფი ახდენს მასზე თავდასხმას.

ეკა გიგაური ასევე გამოეხმაურა მოსამართლე წევრების იმ განცხადება, სადაც მათ აღნიშნეს, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს მოსამართლეთა რეპუტაციის შელახვა. ის ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში არსებობენ ღირსეული მოსამართლეებიც და, როდესაც კლანურ მმართველობაზეა საუბარი, ეს ყველა მოსამართლეს არ ეხება.

მისივე თქმით, საბჭო დაკომლექტებულია ისეთი წევრებით, რომელთა მიმართაც საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს კითხვები ჰქონდა და რომლებიც იღებდნენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.

მან მაგალითისთვის დაასახელა იუსტიციის საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი.

„თითქმის ყველა, ვინც არის წარმოდგენილ საბჭოში, მათთან დაკავშირებით ჩვენ კითხვები გვქონდა,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

მისივე თქმით, კანდიდატად გასაუბრებაზე წარმოდგენილი იყო მოსამართლე, ვინც განიხილავდა თეთრაძის საქმეს. 

დღის ამბები