26 აპრილი 2024,   21:18
ვრცლად
მოსამართლის სკანდალური განცხადება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ბრალდებებს მოსამართლეების წინაშე უპასუხებს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს ახსნა-განმარტებების გაკეთება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოუწევს. დავით მამისეიშვილი ამბობს, რომ მზად არის მისივე კოლეგა მოსამართლის მწვავე ბრალდებებს მოსამართლეების წინაშე უპასუხოს. ბათუმის საქალაქო სასმართლოს ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ მოსამართლე ირაკლი შავაძე ცილს სწამებს და მასზე ზეწოლა არასდროს განუხორციელებია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელსა და მის მოწინააღმდეგე მოსამართლეს საბჭოს წევრები რამდენიმე დღეში მოუსმენენ. მოულოდნელად აგორებული სკანდალის შემდეგ, როდესაც მოქმედმა მოსამართლემ ზეწოლაზე საუბარი ღიად დაიწყო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამ საკითხზე მოკვლევის ჩატარება გადაწყვიტა. არამოსამართლე წევრებმა დღეს არ გამორიცხეს საქმე სისხლის სამართლის დანაშაულს ეხებოდეს.

საბჭოს მოსამართლე წევრები არ გამორიცხავენ, რომ დისციპლინური სამართალწარმოებაც დაიწყოს. განსასჯელის სკამზე კი თავად ხმაურიანი ბრალდებების ავტორი, მოსამართლე ირაკლი შავაძე აღმოჩნდეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ მისი ბრალდებები ზეწოლის შესახებ სიცრუე აღმოჩნდება.

სამოქალაქო სექტორში ვარაუდობენ, რომ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები ირაკლი შავაძის დისკრედიტაციას შეეცდებიან.

კოლეგის საჯარო ბრალდებებს დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები გაემიჯნენ. 10-მა მოსამართლემ სასამართლოს თავმჯდომარეს მხარდაჭერა გამოუცხადა.

 

დღის ამბები