03 ოქტომბერი 2024,   08:39
ვრცლად
ნუკრი ქანთარია "მანდარინების" შემოქმედებითი ჯგუფის ოსკარზე გამგზავრების დაფინანსებას კერძო ბიზნესს სთხოვს

დეპუტატი ნუკრი ქანთარია ფილმ "მანდარინების" შემოქმედებითი ჯგუფის განცხადებას ეხმაურება. დეპუტატი ფიქრობს, რომ სახელმწიფომ მაქსიმალური დახმარება გაუწია მსახიობებს და შემოქმედებით ჯგუფს. ნუკრი ქანთარია ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიაში ქართველი მსახიობების მონაწილეობის დაფინანსებას სწორედ ბიზნესმენებს სთხოვს. 

"სამინისტრომ გააკეთა ის, რაც გააკეთა. რატომ არ უნდა გააკეთონ კერძო ბიზნესის წარმომადგენლებმა ეს, ჩემთვის გაუგებარია. აქ არ არის ძალიან დიდ თანხებზე ლაპარაკი. ვფიქრობ, კერძო ბიზნესი იქნება მოწოდების სიმაღლეზე," - განაცხადა დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები