03 ოქტომბერი 2024,   08:37
ვრცლად
ყვავილების დარგვაში გადახდილი 100 ათასობით ლარი

საკრებულოს ფრაქცია ”გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა’’ თბილისის მერიის გამწვანებისა და შესყიდვების სამსახურს 74 ათასი ლარის გაფლანგვაში ადანაშაულებს. დღეს საკრებულოში ამ შესყიდვებთან დაკავშირებული ტენდერები განიხილეს.

ფრაქციის წევრების განცხადებით, დედაქალაქის მერიამ 2014 წელს შპს ”მწვანე სახლთან’’ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც 400 ათასამდე ყვავილის ჩითილში 185 ათას 600 ლარი გადაიხადა. 

როგორც „გაერთიანებული დემოკრატების” საკრებულოს წევრი ზაზა ვეკუა აცხადებს, მსგავსი სახეობის ყვავილების შესაძენად თბილისის მერია გაცილებით იაფს იხდიდა, ვიდრე ახლა უჯდება ეს თბილისის ბიუჯეტს. მისი თქმით, აქამდე შესყიდვაში 70%-ით ნაკლები თანხა იხარჯებოდა. 

შენიშვნები აქვთ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსაც.

„100 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა ყვავილების დარგვისთვის ისე, რომ შესაბამის სამსახურს აზრადაც არ მოსვლია, რომ ამას სჭირდებოდა ცალკე ტენდერი ყვავილების მოვლაზე, რაც ნიშნავს კიდეც სამსახურებრივ გულგრილობას,” - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი აბესაძე.

ამ ბრალდებებს უარყოფენ მერიის გამწვანებისა და შესყიდვების სამსახურში და აცხადებენ, რომ ტენდერი კანონის დაცვით ჩატარდა.

დღის ამბები