03 ოქტომბერი 2024,   08:37
ვრცლად
სოფელ მოხეს მოსახლეობა ადგილობრივი პოლიციის ახალი უფროსის დანიშვნას აპროტესტებს

სოფელ მოხეს მუსლიმი მოსახლეები სოფლის პოლიციის ახალ უფროსს ღიად უპირისპირდებიან. ადიგენის რაიონის მუსლიმი თემი მოხეში ახლად გახსნილი განყოფილების ხელმძღვანელად გელა კოხოძის დანიშვნას აპროტესტებს. ადგილობრივი მეჩეთის წინამძღოლის ინფორმაციით, მოსახლეობის უკმაყოფილება მათ წინააღმდეგ კოხოძის ქმედებებმა გამოიწვია.

ჯამბულ აბულაძის თქმით, პოლიციის ახალი უფროსი სოფელ ჭელასა და მოხეში მუსლიმებსა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებებში აქტიურად მონაწილეობდა. იმამის განცხადებით, მისი გვარი ყველა დაზარალებულის ჩვენებაშია ნახსენები.

მოხეს მუსლიმი მოსახლეობა შინაგან საქმეთა მინისტრს კოხოძის დანიშვნის გადაწყვეტილების გადახედვას სთხოვს. ისინი პოლიციის ახალ უფროსს ქსენოფობიურ განცხადებებშიც ადანაშაულებენ.

რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვთ ადგილობრივ მართლმადიდებლებს.

დღის ამბები