
დიღმის მასივში მე-8 სართულიდან 17 წლის მოზარდი გადმოვარდა. იგი მრავლობითი დაზიანებებით ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.
კლინიკის წარმომადგენლის განცხადებით, მოზარდს ამ ეტაპზე გამოკვლევები უტარდება.
როგორც „რუსთავი 2“-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.