03 ოქტომბერი 2024,   08:34
ვრცლად
აუდიტის სამსახურის მიერ პარლამენტის მხრიდან მიცემული რეკომენდაციების შესრულებას საკანონმდებლო ორგანოში განიხილავენ

აუდიტის სამსახურის მიერ პარლამენტის მხრიდან მიცემული რეკომენდაციების შესრულებას სხდომაზე განიხილავენ.

2013 წლის შედეგებზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრები გაფართოებულ სხდომაზე იმსჯელებენ.

კანონმდებლების განმარტებით, ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი უწყება სხდომაზე ანგარიშს წარმოადგენს სახელმწიფო საწარმოთა მართვის ეფექტიანობასთან დაკავშირებით.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ნოდარ ებანოიძის თქმით, მოისმენენ აუდიტის სამსახურის 2013 წლის საქმიანობის საპარლამენტო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას.

„აქ მთავარია, რა მასალებზეა ლაპარაკი და როგორ მოხდა ამ მასალების მოპოვება,” - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა გააკეთა და მანვე განმარტა, რომ უმცირესობა იმ შემთხვევაში დაესწრება განხილვას, თუ მასალები ობიექტურად იქნება წარმოდგენილი და აქტიურ მონაწილეობასაც მიიღებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები