18 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
სასამართლო რეფორმა და ბიზნესის ხელშეწყობის საკითხები - შეხვედრა ქართულ-ამერიკული სტრატეგიული ქარტიის სხდომაზე

ქართულ-ამერიკული სტრატეგიული ქარტიის სხდომაზე, საქართველოს საინვესტიციო გარემო, სასამართლო რეფორმა და ბიზნესის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს. ვაჭრობის, ეკონომიკის და ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე ჯგუფებმა საგარეო უწყებაში 2018 წლის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს.

თბილისში ამ მოლაპარაკებებისთვის ამერიკიდან სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მმართველი დირექტორი და ”UESAID"-ის​  წარმომადგენელი ჩამოვიდნენ. შეხვედრაზე ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებელ ახალ რეკომენდაციებზე, მათ შორის საავტორო უფლებებსა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ იმსჯელეს.

„ამერიკულმა მხარემ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოში კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბების მიმართ და გამოთქვა ეროვნულ ბანკთან აქტიური თანამშრომლობის მზაობა, ექსპერტული მხარდაჭერის ჩათვლით. ვიმსჯელეთ ქართულ-ამერიკული ბიზნესისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოების და ბიზნეს და სავაჭრო კავშირების გაღრმავების გზებზე. ხაზი გაესვა, რომ ორივე მხარის სურვილია, ჩვენი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გაუთანაბრდეს პოლიტიკური თანამშრომლობის არსებულ მაღალ დონეს,“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილემ დავით ზალკალიანმა.

შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ბრაიან მაკფიტერმა.

„ძალიან ბევრ საკითხს შევეხეთ. დაწყებული სასამართლოს რეფორმიდან, მიწის პრივატიზაციის საკითხით დასრულებული. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას, რამდენად შეუწყობს ხელს საავტორო უფლებების დაცვა,“ - აღნიშნა მაკფიტერიმ.

დღის ამბები